თვისებრივი და სახალისო
ამოცანები ფიზიკაში
1.
რომელი
ნიადაგი უფრო სწრაფად თბება მზით: სველი თუ
მშრალი?
2.
რატომ
გვათბობს ცუდად ზამთრის ძველი პალტო, რომელშიც ბამბა მკვრივადაა დატკეპნილი?
3.
რატომ ცივდება ყავა, ჩაი და წვნიანი უფრო ჩქარა კოვზით მორევისას?
4.
რისთვის
ახვევენ ზამთარში ხეებს ჩალაში ან თივაში ?
5.
რა ფერის ტანსაცმლის ტარებაა შესაფერისი ზამთარში
და რა ფერის ზაფხულში?
6.
რატომაა ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი არა შუადღისას,
არამედ ნაშუადღევს?
7.
დედამიწა
განუწყვეტლივ ასხივებს ენერგიას კოსმოსურ სივრცეში. მაშ რატომ არ იყინება დედამიწა?
8.
ბევრი
ცხოველი ცივ ამინდში მოკუნტული იძინებს. რატომ?
9.
რ.
ე რასპეს ცნობილი მოთხრობის გმირმა, ბარონ
მიუნჰაუზენმა მიაბა რა თოკის ერთი ბოლო მთვარეზე, დაეშვა ამ თოკით დედამიწაზე. რა ფიზიკური
შესაბამისობაა აქ?
10.
ჯ. სვიფტის ცნობილი წიგნის გმირი გულივერი ,, მოგზაურობა
ბრობდინგენგში“ მოგვითხრობს ბიჭს მივყავდი
ყუთით. არწივმა მოსდო ნისკარტი ჩემი ყუთის რგოლს, მოიტაცა ის. შემდეგ უცებ ვიგრძენი,
რომ თითქმის ერთი წუთი ვვარდებოდი შვეულად, მაგრამ ისეთი დაუჯერებელი სიჩქარით, რომ
სული შემეხუთა. როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა მთხრობელი?
11.
პარკების,
ბულვარების, ბაღების უბნებში სადაც ტრამვაის ხაზი გადის შემოდგომით შეგხვდებათ ასეთი
წარწერა: ,, ფრთხილად ფოთოლცვენაა“. რას ნიშნავს ეს გაფრთხილება?
12.
,,აპოლონ-12“ ეკიპაჟის წევრები ჩ. კონრადა და ა.ბინი
ამბობენ, რომ მთვარეზე სიარული ადვილია, თუმცა ისინი ხშირად კარგავდნენ წონასწორობას
წინ მცირე დახრის დროსაც კი შეიძლებოდა წაქცევა. ახსენით მოვლენა?
პასუხები
1. სველი ნიადაგი უფრო სწრაფად თბება მზით, როგორც დიდი
თბოგამტარობის მქონე.
2. ზამთრის ძველი პალტო, რომელშიც ბამბა მკვრივადაა დატკეპნილი
ცუდად გვათბობს ზამთარში, რადგან მაშინ ჰაერი ნაკლები რაოდენობითაა და სითბოს ვერ ინარჩუნებს.
3. ყავა, ჩაი და წვნიანი უფრო ჩქარა ცივდება კოვზით მორევისას,
რადგან იძულებითი კონვექციით შედარებით მეტად გამთბარი სითხის ფენები ადის მაღლა და
ეხება ნაკლებად გამთბარ ჰაერს.
4. ხეებს ზამთარში ახვევენ ჩალაში ან თივაში გარემომცველი
ჰაერისაგან ხის ტანის თერმოიზოლაციისათვის. ამით მცირდება ხის მერქნის თბოგამტარობა
და იცავენ ხეებს მოყინვისაგან.
5. ზამთარში შავი ფერის ტანსაცმელი, ზაფხულში ღია ფერის.
6. ჰაერის ტემპერატურა
ყველაზე მაღალი არის ნაშუადღევს, რადგან მზის სხივებით თბება მიწა. ჰაერს კი მიწა ათბობს.
ამიტომ ხდება ჰაერისა და მიწის გათბობის მაქსიმუმის რამდენადმე დაგვიანება.
7. კოსმოსში ენერგიის გამოსხივებასთან ერთად მიმდინარეობს
მზისა და ვარსკვლავების ენერგიის შთანთქმის პროცესი. ამის გარდა დედამიწას რადიოაქტიური
ელემენტებიც ათბობენ.
8. როცა ცხოველი მოკუნტული იძინებს, ამით იგი ამცირებს
გამოსხივების ზედაპირს და არ ცივდება.
9. მოთხრობის გმირი ვერაფრით ვერ შეძლებდა დედამიწაზე თოკით
ჩამოსვლას, ამაში მას ხელს უშლიდა მთვარის მიზიდულობის ძალა.
10.
იმყოფებოდა
უწონობის მდგომარეობაში.
11.
ნამი
ბალახის ღეროს მასას ადიდებს ამიტომ ცელის დარტყმისას იგი ნაკლებად გადაიღუნება და
ცელი სწრაფად ჭრის მას. გარდა ამისა ნამი ქმნის ,,საპოხს“ და ამცირებს ხახუნის ძალას, როცა უკუსვლისას ცელი
ბალახზე მისრიალებს.
12.
ადამიანის
სიარულის მდგრადობა განისაზღვრება ფეხსაცმლის ლანჩსა და ნიადაგს შორის ხახუნის ძალით,
რადგანაც დედამიწასთან შედარებით მთვარეზე 6-ჯერ მცირეა სიმძიმის
ძალა, ამიტომ სიარულისას იქ ნაკლები ხახუნის ძალა აღიძვრება.
No comments:
Post a Comment