1.რომელი ელემენტი აღმოაჩინეს ჯერ მზეზე, შემდეგ დედამიწაზე?
2.რომელ ლითონზეა დამოკიდებული მცენარეთა მწვანე შეფერილობა?
3.რომელ ლითონზეა დამოკიდებული სისხლის წითელი შეფერილობა?
4.რატომ იყინება გუბურა მდინარეზე ადრე?
5.სპორტული ველოსიპედის საჭე დაბლაა დაშვებული, რატომ?
6.რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის ოფლის
გამოყოფას?
7.რით აიხსნება ბრილიანტის შეუდარებელი ბზინვა?
8.შეუძლია თუ არა კოსმონავტს უწონობის პირობებში ჩვეულებრივი
დგუშიანი ავტოკალმით სამელნიდან მელნის ამოღება?
9.შეუძლია თუ არა მთვარეზე კოსმონავტ მაგნიტური კომპასით
ორიენტირება?
10.როგორ შეიძლება ისაუბრონ კოსმონავტებმა კოსმოსურ
სივრცეში?
11.რომელი პლანეტის ატმოსფეროში ავა მაღლა ჰაერით ავსებული
საჰარო ბურთი?
12.რატომ არ რწყავენ ნარგავებს, თუ მათ ანათებს პირდაპირი
მზის სხივები?
13.რატომ იცავს შემოდგომის ნათესებს მაღალი, ფხვიერი
თოვლი>
14.რატომაა, რომ მოხნული ველი მზის სხივებით გაცილებით
ძლიერ თბება, ვიდრე მწვანე მდელო?
15.რატომ ამჟღავნებენ ფოტოფირს წითელ შუქზე?
16.თუ ხელისგულზე დადებულ აგურს ჩაქუჩს დავარტყამთ,
ტკივილს ვერ შევიგრძნობთ. რატომ?
17.რომელ ფიზიკურ მოვლენაზეა დამყარებული ტანსაცმლის
დაბერტყვა?
18.რატომაა ჭექა-ქუხილის დროს გაელვება სწრაფი, ქუხილი
კი ხანგრძლივი?
19.რატომაა თოვლი თეთრი, ფოთოლი-მწავანე, მური-შავი?
20.რატომ აგრილებს წვიმა ჰაერს?
21.მოქმედებს თუ არა არქიმედეს ძალა დედამიწის ხელოვნურ
თანამგზავრში?
22.შეიძლება თუ არა ქვის საწოლი იყოს „რბილი“?
23.მაგიდის ჩოგბურთის ბურთი შეიჭეჭყა. რა უმარტივესი
ხერხით შეიძლება აღნიშნული დეფექტის გასწორება?
24.რატომ ადის მაღლა გამთბარი ჰაერი?
25.რაც უფრო მსხვილია საფანტი მით უფრო შორს ვარდება
იგი. რატომ?
26.რატომ რაკრაკებს ნაკადული?
27.როგორ გავაცხელოთ წყალი უწონობის პირობებში? რა გავლენას
ახდენს უწონობა წყლის დუღილზე?
28.რატომაა ღრუბელი ზამთარში უფრო დაბლა, ვიდრე ზაფხულში?
29.რატომ ტკაცუნებს ხმელი შეშა, როცა იწვის?~
30.ვერცხლისწყლიან ჭურჭელში ჩაუშვეს რკინის ნაჭერი?
ჩაიძირება იგი თუ არა?
ვიქტორინის
პასუხები
1.
ჰელიუმი
2.
მაგნიუმზე,
რომელიც ქლოროფილის შემადგენელი ნაწილია.
3.
ჰემოგლობინში
არსებულ რკინაზე
4.
მდინარის წყალი მოძრავია, ხოლო გუბურა უძრავია, ამიტომ
ის ადრე იყინება.
5.
მნიშვნელოვნად
ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას.
6.
საოფლე
ჯირკვლების საშუალებით ორგანიზმიდან ჭარბი წყალი და მარილები გამოიდევნება.
7.
ბრილიანტში
შესული მზის სხივების უმეტესი ნაწილი განიცდის სრულ შინაგან არეკვლას. ამით არის გამოწვეული
მისი შეუდარებელი ბზინვა.
8.
თუ
კოსმოსურ ხომალდში შენარჩუნებულია ჰაერის წნევა, მაშინ უწონობის მდგომარეობა არავითარ გავლენას არ ახდენს, მელნით ავტოკალმის შევსების
პროცესზე.
9.
არა,
რადგან მთვარეზე არ არის მაგნიტური ველი
10.
კოსმოსურ
სივრცეში და მთვარეზე სრული სიჩუმე სუფევს, უჰაერობის გამო ბგერა სივრცეში არ ვრცელდება.
კოსმონავტებს შეუძლიათ რადიოს საშუალებით საუბარი
11.
იმ
პლანეტის ატმოსფეროში რომლის ატმოსფეროს სიმკვრივეც მეტია ჰაერის სიმკვრივეზე
12.
ფოთლებზე
მოთავსებული წყლის წვეთები წარმოადგენენ მცირე ზომის ლინზებს, რომლებიც კრებენ მასზე
პარალელურად დაცემულ მზის სხივებს, რაც ძალიან საზიანოა მცენარეებისათვის.
13.
ფხვიერი
თოვლი დიდი რაოდენობით ჰაერის შემცველობის გამო ცუდი თბოგამტარია და მიწის გაცივებას
უშლის ხელს.
14.
მოხნული
ველი მზის სხივებს შთანთქავს ვიდრე მწვანე მდელოს, ამიტომ იგი უფრო მეტად თბება.
15.
წითელი
სინათლე არ მოქმედებს ფოტოფირზე, რადგან მისი ფოტონების ენერგია ნაკლებია და სიხშირე
კი მცირე.
16.
აგური
დარტყმის დროს ვერ ასწრებს საგრძნობლად შეიცვალოს სიჩქარე და არ დააწვება ხელს, რომლითაც
ის უჭირავს და ტკივილსაც ვერ შეიგრძნობთ
17.
ინერციის
მოვლენაზე
18.
ელვა
სინათლის სიჩქარით ვრცელდება 300000 კმ/წმ-ში, ხოლო ქუხილი ბგერის სიჩქარით 340მ/წმ-ში
19.
თოვლი
არეკლავს ყველა სახის სინათლის ტალღას, ფოთოლი მწვანეს, მური კი შავს
20.
აორთქლება
გარემომცველი ჰაერის ენერგიის ხარჯზე ხდება. ამ დროს ჰაერი ცივდება.
21.
არა
22.
შეიძლება,
თუ ამ საწოლს მივცეთ ადამიანის სხეულის ფორმას
23.
მოვათავსოთ
ცხელ წყალში
24.
თბილი
ჰაერის სიმკვრივე, ცივი ჰაერის სიმკვრივეზე, თბილ ჰაერზე მოქმედებს ამომგდები ძალა
და იგი ადის მაღლა
25.
მეტი
მასის საფანტი ღებულობს ნაკლებ აჩქარებას ჰაერის წინაღობის გამო
26.
წყლის
ნაკადი იტაცებს და იხვევს ჰაერის ნაწილაკებს, მათგან იქმნება წყალში ბუშტულები, შემდეგ
ეს ბუშტულები სკდება და ნაკადულის რაკრაკიც ამით აიხსნება
27.
ერთ-ერთი
ხერხია მაღალი სიხშირის დენების გამოყენება
შეიძლება აგრეთვე ელექტროსარჩილავისა და ელექტროსპირალის
ინფრაწითელი გამოსხივების საშუალებით
28.
ზამთარში ჰაერის ცივი ფენა, რომელშიც წყლის ორთქლი
კონდენსირდება და წარმოიქმნება ღრუბელი, უფრო ახლოსაა დედამიწის ზედაპირთან ვიდრე ზაფხულში
29.
ჰაერი
ხის ფორები ცხელდება, ფართოვდება და ხეთქავს ხის ბოჭკოს, ისმის ტკაცუნი იცურავებს,
რადგან რკინის სიმკვრივე ნაკლებია ვერცხლისწყლის სიმკვრივეზე
30.
კი
დამატებითი კითხვები
1.როდისაა ადამიანის
მიერ იატაკზე წარმოებული წნევა მეტი? სირბილისას თუ დგომისას?
2.რატომ „ხმაურობს“ ჩაიდანი წყლის ადუღების წინ?
3.ვაშლი შეწვისას სკდება. რატომ?
4.ახლადგამომცხვარი პური მეტს იწონის, ვიდრე იგივე გაცივების
შემდეგ. რატომ?
5.რატომაა ძნელი ხელში ცოცხალი თევზის დაჭერა?
6.როგორ განვასხვავოთ მოხარშული კვერცხი მოუხარშავისგან?
7.აინთება თუ არა ასანთი კოსმოსურ ხომალდში, რომელიც
ბრუნავს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე?
8.რატომ არის საშიშ არაიზოლირებული დენიანი გამტარის
ხელით შეხება?
9.თეტთრეული სხვენში უფრო სწრაფად შრება. ვიდრე თბილ
ოთახში. რატომ?
10.შაქარი ცხელ წყალში უფრო სწრაფად იხსნება. რატომ?
დამატებითი
კითხვები (პასუხები)
1.სირბილისას.
2.ჭურჭლის ფსკერზე წარმოქმნილი ბუშტულები, რომელშიც
წყლის ორთქლია ადის მაღლა, წყლის ცივ ფენაში მოხვედრისას მოცულობა მცირდება, მასში
მოთავსებული ორთქლი კონდენსირდება და ბუშტულა სკდება.
ბუშტულების მასიური გასკდომა იწვევს ხმაურს.
3.შეწვისას ვაშლში არსებული სითხე ცხელდება, დუღდება,
წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც ხეთქავს მის კანს.
4.პურის გაცივებისას მისგან აორთქლებული წყალი მას წონაში
და ამიტომ გაცივების შემდეგ წონაში ოდნავ ნაკლებია.
5.თევზის სხეული დაფარულია ლორწოთი. ეს „საპოხი“ ამცირებს
ხახუნის ძალას და თევზი ხელიდან გვისხლტება.
6.მოვიყვანოთ კვერცხი ბრუნვით მოძრაობაში, მოხარშული
კვერცხი სწრაფად და დიდხანს იტრიალებს-მოუხარშავი კი პირიქით. იმიტომ რომ მოხარშული
კვერცხი ტრიალებს როგორც 1 საგანი მოუხარშავი კი (თხევადი შრეებისგან შედგება) ეს შრეები
ერთდროულად ვერ ახერხებენ ამოძრავებას.
7.უწონობის პირობებში ჰაერის ნაკადის კონვექციას არ
აქვს.
8.ადამიანს, რომელსაც აქვს დედამიწასთან კავშირი, შეეხება
რა მავთულს, აღმოჩნდება დიდი ძაბვის ქვეშ.
9.ქარს მიაქვს სველი თეთრეული ირგვლივ წარმოქმნილი ორთქლი
და ახალს უთმობს ადგილს, ამით იზრდება მისი გაშრობის სისწრაფე.
10.რაც უფრო მეტია სითხის ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად
მიმდინარეობს დიფუზია.
No comments:
Post a Comment